საკრებულოს პირველივე სხდომაზე კომისიებიც დაკომპლექტდა

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები.
იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარედ პროფესიით იურისტი, წინა მოწვევის საკრებულოში იგივე თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე ვახტანგ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრებმა 17 ხმით არცერთის წინააღმდეგ აირჩიეს.
საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ პროფესიით ჟურნალისტი არაერთი საქველმოქმედო ღონისძიებისა და კონცერტის ორგანიზატორი გურანდა დოლიძე ფარული კენჭისყრით 19 ხმით აირჩიეს, გურანდა დოლიძეს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
საფინანსო- საბიუჯეტო და ეკომომიკურ კომისიის თავმჯდომარედ ახლშენის თემის მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე ფარული კენჭისყრით 18 ხმით აირჩიეს.
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ იოსებ ბოლქვაძე 17 ხმით არცერთის წინააღმდეგ იქნა არჩეული.ხოლო რაც შეეხება აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიას თხილნარის თემის მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიდმანიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის ახალარჩეულმა თავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელბული სამომავლო პროექტები განსაზღვრული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
პირველივე სხდომაზე შეიქმნა ორი ფრაქცია: ფრაქცია ქართული ოცნება და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.