საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებსა და ა/ო "ინტელექტს" შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებსა და ა/ო "ინტელექტს" შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში „მრგვალი მაგიდა:“სსო-ებსა და თვითმმართველობის თანამშრომლობის ფორმები“  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებსა  და  მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს მუნიციპალურ დონეზე არსებულ პრობლემათა გამოკვეთა და ამ პრობლემათა გადაჭრისათვის ერთობლივი სტრატეგიის დასახვა წარმოადგენდა.

პროექტი დაფინასებულია ევროკავშირის (EU) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ) მიერ.

პროექტის ფარგლებში რომლის საერთო ბიუჯეტია 7.07 მლნ. ევრო განხორციელდება სხვადასხვა სახის 110 მეტი აქტივობა და გაიცემა 80 -მდე გრანტი, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული პროგრამის რეგიონული ჰაბი აჭარაში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტია“.