საკრებულოს კიდევ ერთი ქალი წევრი შეემატა

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს კენჭი.
განკარგულების პროექტის თანახმად დეპუტატებმა თანხმობა მისცეს სოფელ გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვას, აღნიშნული განკარგულების მიღების მიზეზს გონიოში მცხოვრები მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა წარმოადგენს. გადაცემული მიწის ნაკვეთი მათ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად იქნება გამოყენებული.
სხდომაზე საკრებულოს წევრის ხათუნა დიასამიძის უფლებამოსილება მიიღეს ცნობად.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ფრაქციების „ქართული ოცნება -კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ცნობად. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორებს“ ჯემალ მუსხაჯბა, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველებს“ მალხაზ ბალაძე უხელმძღვანელებს.