საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
 

დღეს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომაზე კომისიის წევრებმა 8 საკითხზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად შემოსავლების ნაწილი იზრდება 365 658 ლარით, წყალმომარაგების სიტემის მოსაწყობად დამატებით 1 192 913 ლარი იქნება გათვალისწინებული.სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად 35780 ლარი დაიხარჯება, ხოლო სანიაღვრე მილების შესაძენად კი 39 000 ლარი. სხდომაზე განიხილებოდა ასევე განკარგულების პროექტები „მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტის სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.