საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები სოფელ განთიადში

საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები სოფელ განთიადში

დღეს, ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ლორთქიფანიძემ, კომისიის წევრებთან ერთად, სოფელ განთიადში არსებული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები გამართა.
კომისიის წევრებმა მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელეს მხეიძეების უბანში ორი ქუჩისათვის ღვაწლმოსილი პედაგოგის არჩილ მხეიძისა და ტრაგიკულად დაღუპული შორეული ნაოსნობის კაპიტნის თამაზ მხეიძის სახელების მინიჭების შესახებ.
კონსულტაციის შედეგებზე საკრებულოს წევრები უახლოეს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
აღნიშნული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების ინიციატივა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ საკრებულოს მიერ განსახილველად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში სამთავრობო კომისიას.