სახალხო დღესასწაულზე "მაჭახლობა-2016"-ზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

სახალხო დღესასწაულზე "მაჭახლობა-2016"-ზე  სპორტული ღონისძიებები გაიმართა

 

სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა-2016“ სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში პომპეზურად აღინიშნა. 2 საათიანი საზეიმო კონცერტის პარალელურად სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ღია ცის ქვეშ ერთდროულად შეჯიბრებები მიმდინარეობდა სიმძიმეების აწევაში, ჭადრაკსა და ნარდში. გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.
სპორტულ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ქეთევან დევაძესთან ერთად დაესწრო.
"მაჭახლობა-2016" ყოველწლიურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.