სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა-2016" აღინიშვა

სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა-2016" აღინიშვა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში სახალხო ტრადიციულ დღესასწაული „მაჭახლობა-2016“ გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. "მაჭახლობაზე" ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტები იყვნენ. 
სახალხო ზეიმი „მაჭახლობა“ 2007 წლიდან მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფელში იმართება, წელს კი ქვედა ჩხუტუნეთში გაიმართა. დღესასწაულზე ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ძველი და ახალი თაობის სახალხო მთქმელებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.
დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ მიულოცეს. 
მიმდინარე წელს საპატიო მაჭახლელის წოდება ადგილობრივ მკვიდრს ნოდარ მორთულაძეს მიენიჭა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს კი სიმბოლური საჩუქარი - აჭარული ქამრები გადაეცათ. დასასრულს ახლად დაქორწინებულებიც დაასაჩუქრეს.
ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება: არყის გამოხდა, გოდრის დაწნა, ფელამუშის მოდუღება. ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.
მაჭახლობაზე სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.