საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები "ქალთა ოთახში"

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორეობის პოლიტიკის განხორიციელბაზე ისაუბრეს. გამგებლის თანაშემწემ გენდერის საკითხებში და ამავე დროს „ქალთა ოთახის“ კორდინატორმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ხელვჩაურში „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირების შესახებ.