საინფორმაციო ტრენინგი მოხალისეობაზე

საინფორმაციო ტრენინგი მოხალისეობაზე

2018 წლის 16 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისე დეინა ვაისმა ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგი მოხალისეობის შესახებ. ტრენერმა მონაწილე ახალგარზრდებთან ერთად განიხილა მოხალისეობის სახეები, საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობები, მათი დაგეგმვა და განხოციელება, მოხალისეობის მნიშვნელობა და შედეგები. 
დღესვე არასამთავრობო ორგანიზაცია"ინტელექტის" წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს თავიანთი პროგრამა აჭარაში მოხალისეობის განვითარებისა და მსოფლიოში აპრობირებული პროექტის "დროის ბანკის" გამოყენების შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნა ,,დროის ბანკი", როგორც ორმხვრივი მოხალისეობრივი პლატფორმა, მომსახურების გაცემისა და დროის კრედიტის მიღების წესი, ჩვეულებრივ მოხალისეობასა და ,,დროის ბანკის" განმასხვავებელი ნიშნები, უნარების დაბანდებისა და ურთიერთდახმარების შესაძლებლობა კონკრეტული საიტის მეშვეობით.
შეხვედრას სულ 25 ახალგაზრდა ესწრებოდა.