საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 4 საკითხზე იმსჯელეს

საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 4 საკითხზე იმსჯელეს
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და განათლების,  კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხს განიხილეს.
ცვლილება შედის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამაში.პროგრამა ითვალისიწინებს მაღალ მწარმოებლური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარებას, ფერმერულ მეურნეობებში საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოების ხელშეწყობას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.
სხდომას საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე ხელმძღვანელობდა.