საჯარო სკოლებს შორის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა

საჯარო სკოლებს შორის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა

  საჯარო სკოლებს შორის მათემატიკაში კონკურსი  ხელვაჩაური რესურსცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაური მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა, რომელშიც 124 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას.

VII-IX კლასის მოსწავლეებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა:  პირველი ადგილი მახინჯაური საჯარო სკოლი მოსწავლემ -  თათია ფუტკარაძე, მეორე ადგილი სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მოწავლემ - ლიზი დიდმანიძემ, ხოლო მესამე ადგილი ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ - თათია კოკობინაძემ დაიკავა.

X-XII- კლასის მოავლეებს შორის შედეგები: პირველი ადგილი თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოწავლემ - ქეთევან წულუკიძემ, მეორე ადგილი ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლემ-  რუსუდან ბარამიძემ, მესამე ადგილი კი ამავე სკოლის მოსწავლემ - გიორგი ზოიძემ დაიკავა.

   გამარჯვებულების დაჯილდოებას  აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მიქელაძე და ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრისა და  მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.