საჯარო სამსახურის ბიუროს შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

საჯარო სამსახურის ბიუროს შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მარტვის დეპარტამენტის უფროსი ირმა მიქაძე შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვარტალური და წლიური შეფასების მეთოდის, კომპეტენციების აღწერის და შეფასების ეტაპებს წარმოადგენდა. შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა და ჯგუფური მუშაობის შედეგად შეფასების მეთოდის დადებით და უარყოფითი მხარეები გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ შეფასების სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება.

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.