სააღდგომოდ საჩუქრად 7 მარტოხელა დედას 300–300 ლარი ჩაერიცხა

სააღდგომოდ საჩუქრად 7 მარტოხელა დედას 300–300 ლარი ჩაერიცხა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ზანაქიძეებში მცხოვრებ მარტხელა დედას ლამზირა ფარტენაზეს წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მერმა ოჯახს სიმბოლურად სააღდომო ტკბილეული და 300 (სამასი)ლარის ოდენობის თანხა გადასცა საჩუქრად. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 მარტოხელა დედას ანგარიშზე 300-300 ლარი ჩაერიცხათ. უნდა აღინიშნოს ისიც , რომ ამჟამად მერიის შესაბამისი სამსახური მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილ მიზნობრივ პროგრამაზე მუშაობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე უფასო სასადილოს 49 ბენეფიციარებს გადაეცა სააღდგომო ნობათი.