,, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები“ თემაზე იმსჯელეს მახოს სკოლაში

,, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები“ თემაზე იმსჯელეს მახოს სკოლაში

  "გამგებელი სკოლაში“ - პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გრძელდება. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბის წევრთა შეხვედრა შედგა. შეხვედრის თემა იყო ,, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები“. პროფესორ ნადიმ ვარშანიძესთან და მოსწავლეებთან დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროექტი ხელვაჩაურში მოქმედ საჯარო სკოლებში ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.