ქაზიმ ქავთარაძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში

ქაზიმ ქავთარაძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში

2 დეკემბერს, ერგეს სპორტულ დარბაზში გაიმართა სპორტის დამსახურებული ოსტატის ქაზიმ ქავთარაძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში.

სპორტული ტურნირი 11 წონით კატეგორიაში ჩატარდა, მასში სხვა მუნიციპალიტეტებიც იყვნენ ჩართულნი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის სიგელებით, თასებითა და მედლებით. მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ბატონ ქაზიმ ქავთარაძეს მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.