ქარის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახლის სახურავები დაზიანდა

ქარის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახლის სახურავები დაზიანდა

ქარის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები მახინჯაური, ზედა განთიადი და ქვედა სამება დაზიანდა. ძლიერმა ქარმა წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ბოძები დააზიანა. ასევე წაიქცა რამდებნიმე ხეც. 
სპეციალური კომისიისწევრებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაზარალებულ ოჯახებს ოპერატიულად , უმოკლეს ვადებში კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის 37-ვე წარმომადგენელი