პროექტის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხელვაჩაურის მერიაში

პროექტის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხელვაჩაურის მერიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს 2018 წელს ახალი პირობებით განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. 
2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.
განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000
ლარს. 
განაცხადების შევსების ვადა 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

იხილეთ ბმული: http://www.enterprisegeorgia.gov.ge