ადგილობრივი საბჭოს პრეზენტაცია მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი საბჭოს პრეზენტაცია მუნიციპალიტეტში

დღეს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით „ადგილობრივი საბჭოს” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე ძირითადად სამ თემაზე გაკეთდა აქცენტი.
1 თემა - საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვის პროცესში სამიზნე ჯგუფების სწორად შერჩევა.
2 თემა - ოჯახური ძალადობა, ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით განსახორციელებული ღონისძიებების დაგეგმვა ადგილობრივ დონეზე.
3 თემა - რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლმატური საკითხები:
- ნარჩენებით გარემოს დაბინძურება.
- ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა.
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.
- სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ეფექტურად გამოყენება.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ დისკუსია გაიმართა.