''პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში'' - შედეგების პრეზენტაცია

''პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში'' - შედეგების პრეზენტაცია

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის გუნდმა საბოლოო შედეგები და საკრებულოებში პეტიციის ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტის გაუმჯობესების მიმართულებით პეტიციების განხილვის არსებული პრაქტიკა და რეკომენდაციები წარმოადგინა. პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - მირზა ბახტაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სულხან დუმბაძე ესწრებოდნენ. პროექტი ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმართველობაში“ USAID-ის მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში, აქტიური მოქალაქეების ინიციატივით, აჭარის, გურიის და სამეგრელო ზემო-სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებულ 158 პეტიციაზე 75 356 ხელმოწერა შეგროვდა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის ამოქმედებაა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2017 - 2018 წწ. მოსახლეობის მიერ ინიცირებული 8 პეტიცია დაკმაყოფილდა.