ორთაბათუმში არსებულ ვითარებას გამგებელი გაეცნო

ორთაბათუმში არსებულ ვითარებას გამგებელი გაეცნო

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში უამინდობასთან დაკავშირებულ პრობლემას ადგილზე დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნო. ორთაბათუმში, კერძოდ ჭირნალას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 22 ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. სპეცტექნიკით გზის გაწმენდა ხვალ დილიდან დაიწყება. შეგახსენებთ, დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად 5 ერთრეული ტექნიკით მიმდინარეობდა.