ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობის ბოლო ეტაპი დაიწყო
ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს ხელვაჩაურის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე გაეცნო. აღნიშნული ობიექტის ხელშეკრულების თანხა შეადგენს 194 190 ლარს. ამ ეტაპისთვის ობიექტის მშენებლობა დასასრულ ფაზას უახლოვდება.