ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში, ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 1-ლი ქუჩა #2-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 37 998 ლარი. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,დიდგორი’’. ობიექტზე სამუშაოები 15 დეკემბრამდე დასრულდება.