ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლის წარმომადგენელს შეხვდა

ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლის წარმომადგენელს შეხვდა

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლა საქართველოში პროექტის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ვახანიას შეხვდა. კოალიციის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტს შესთავაზა ხელვაჩაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვის შინმოვლის პროგრამა ამოქმედდეს. პროექეტის ფარგლებში პირველ რიგში დაგეგმილია ექთნების გადამზადება. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს პროექტს უახლოეს მომავალში წარუდგენს, რომელსაც შესაბამისი სამსახური შეისწავლის. 
შეხვედრას გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სოფიო მურვანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დავით საფარიძე და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურის წარმომადგენელი ვაჟა ბერიძე ესწრებოდა. 
უნდა აღინიშნოს ისიც , რომ 2016 წელს პირველად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა და შშმ პირდა შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა მხოლოდ სოფელ ორთაბათუმში ამავე კოალიციამ მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელა. პროექტში 40 ბენეფიციარი იყო ჩართული.