მცირე და საშუალო ბისზნესის მქონე ქალებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს

მცირე და საშუალო ბისზნესის მქონე ქალებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული და ფერმერი ქალებისათვის, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ საერთაშორისო პროექტის „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრას მართავს. პროექტის ფარგლებში ტრენინგ-სემინარს ესტონელი ექსპერტები, ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის“(ENUT) წარმომადგენლები ატარებენ. მსმენელებს საშუალება მიეცათ ესტონეთის მაგალითზე გაეცნონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების და განვითარების მეთოდებს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-ესტონური მხარეების დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით იმართება.