მსოფლიოში წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია ჩატარდა

მსოფლიოში წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია ჩატარდა

   22 მარტს მსოფლიოში წყლის დაცვის საერთსორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა. 

დღეს სოფელ თხილნარში მდინარე და სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა, ხელვჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და თხილნარის სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს. 
პარალელურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია აღმზრდელ-მასწავლებლებმა და პატარებმა დაასუფთავეს. 
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 22 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია , რომლის თანახმად 22 მარტი წყლის რესურსების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. უკვე 23 წელია, რაც მსოფლიო ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.