მყარი ნარჩენების მართვის გეგმა განიხილეს გამგეობაში

მყარი ნარჩენების მართვის გეგმა განიხილეს გამგეობაში
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის“ 5 წლიანი გეგმის პირველი განხილვა გაიმართა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში. შეხვედრას პედაგოგები, გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ ხალვაში, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაზე, სტრატეგიაზე, ნარჩენების მდგრად მართვაზე , საკანონმდებლო ჩარჩოზე და მთავრობის მიზნებზე საერთაშორისო ორგანიზაცია „CENN“ -ის კოორდინატორმა აჭარის რეგიონში კახაბერ გუჩმანიძემ ისაუბრა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტების ვალდებულება, მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ვალდებულების თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა მომზადდეს 2017 წლის ბოლოსთვის. მყარი ნარჩენების მართვის გეგმაზე CENN - (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) მუშაობს.