მყარი ნარჩენების მართვაზე ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

მყარი ნარჩენების მართვაზე ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროგრამის ,,გარემოს დაცვის“ ფარგლებში ,,ნარჩენების მართვის" თემაზე ტრენინგი ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ტრენინგს წარუძღვა ორგანიზაცია „CEEN“-ის აჭარის რეგიონის კოორდინატორი, ეკოლოგიური საკითხების ექსპერტი-კახა გუჩმანიძე. მოწვეულმა სპეციალისტმა ახალგაზრდებს გააცნო და მათთან ერთად განიხილა ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზების, ნარჩენების მართვის, დანაგვიანების პრევენციის აუცილებლობის საკითხები, მიმოიხილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება გაამახვილა სახიფათო ნარჩენებითა და ეკოლოგიური პრობლემებით გამომწვევ დაავადებებზე. დღესვე, ახალგაზრდებმა მოწვეული მხატვარ-დეკორატორის ნათია ოსეფაიშვილის დახმარებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაამზადეს სხვადასხვა დანიშნულების ფერადი და გამოყენებადი ნივთები. აქტივობის დასრულების შემდეგ ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. დღეს გამართულ ღონისძიებებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 35 ახალგაზრდა ჩაერთო