მინდია დიასამიძემ ახალშენის სკოლა და კულტურის სახლი მოინახულა

დღეს, ახალშენის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ამავე დროს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე ახალშენში მშობლიურ სკოლას ეწვია. დეპუტატი სკოლის დირექტორსა და პეადოგეგბს შეხვდა. მინდია დიასამიძე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო და დირექციას სკოლის ეზოს უახლოეს მომავალში საკუთარი ბიუჯეტიდან მოწესრიგებას დაჰპირდა. დეპუტატმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის და მათ წარმატებები უსურვა. მოგვიანებით, მინდია დიასამიძე ახალშენის კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.