მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ 31 იანვარს, 10 საათზე გაიხსნება

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი  სასტუმრო „შერატონში“  31 იანვარს, 10 საათზე გაიხსნება

 “წარმატებული ქალი – ძლიერი ეკონომიკა”! – ამ სლოგანით ბათუმში, მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე წლის 31 იანვარს, 10 საათზე გაიხსნება. ღონისძიება „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ აჭარისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს.
ასეთი ბიზნეს ფორუმი აჭარაში პირველად იმართება და მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ექვსი ქალი მეწარმე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან არის წარდგენილი. 
ფორუმის მთავარი მიზანია „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით“.