მერმა ინკლუზიური სწავლების ცენტრს "თანადგომას" ეწვია

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ინკლუზიური სწავლების ცენტრის "თანადგომის" 40 ბენეფიციარს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა.
მერმა სწავლების ცენტრის სახელოვნებო სახელოსნოებში ბენეფიციარების მიერ დამზადებული თიხის, თექის და სხვა მასალებისაგან დამზადებული ნაკეთობები დაათვალიერა.
ხელვაჩაურის მერიის საახალწლო საჩუქრებს, ახალი წლის დადგომამდე ასევე მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები.