მერმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

დღეს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სიგელები გადასცა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა შშმ სპორტმენი პირი. ახალსოფლის, ერგეს, ჭარნალისა და ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორებს გადაეცათ სიგელები წლის განმავლობაში სპორტის სფეროში აქტიური ჩართულობისათვის. ასევე, სიგელები გადაეცათ პერსპექტიულ სპორტსმენებსაც.