მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სარფში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სარფში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი გრძელდება. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სარფში არსებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა.კომპანიის წარმომადგენელმა გარკვეული კუთხით მითითებებიც მიიღო. 
პროექტის თანახმად ამჟამად სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით 102 795 ლარის ღირებულების სამუშაოებია შესრულებული. 
სოფელ სარფში არსებულ წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ალსოფი“ აწარმოებს. 
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 141 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო 15 ივლისს დასრულდება.