მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ა/ო '' სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ა/ო  '' სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია.
დღეს პროექტის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ჯუმბერ ვარდმანიძეს გააცნეს. შეხვედრას მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მირზა ბახტაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროექტის “ ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ მერია არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად რამდენიმე მიმრთულებით ითანამშრომლებს. უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყება მუშაობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერების მიმართულებით.
პროექტის მიზანია საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება და თვითმმართველობის აქტორებს შორის თანამშრომლობის სტიმულირება სამი მიმართულებით. აქცენტი გაკეთდება სამოქალაქო მონიტორინგის დანერგვაზე, ასევე ყურადღება დაეთმობა ბიუჯეტირების პროცესს.