მაჭახლის ხეობის სოფლებში გზები გაიწმინდა

მაჭახლის ხეობის სოფლებში გზები გაიწმინდა

   დღეს მთელი დღის განმავლობაში თოვლის საფარისგან გზები იწმინდებოდა მაჭახლის ხეობის ყველა სოფელში.ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია.გადაადგილება არ არის შეზღუდული. ადგილობრივებს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. 
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.
შეგახსენებთ, უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამჟამად მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება.