მაჭახელას ეროვნულ პარკში საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი ტური

მაჭახელას ეროვნულ პარკში საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი ტური

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაჭახელას ეროვნულ პარკში საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი ტური მოეწყო.აქტივობა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მიიღეს  ინფორმაცია: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ზოგადი მიდგომების, დაცული ტერიტორიების არსებული პრაქტიკის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ფოტოხაფანგების გამოყენების, კვალზე მიყოლა/იდენტიფიცირების, GPS- ების გამოყენებისა და დანიშნულების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ: ტურისტული ბილიკების პოტენციალს და დატვირთვას.

  ტურის დასკვნით ნაწილში ჩატარდა ვიქტორინა თემებზე: დაცული ტერიტორიების სახეები და კატეგორიები, მცენარეების სახეობები, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და ცხოველები. ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.