ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის გაღების აქცია გაიმართება

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის გაღების აქცია გაიმართება

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში სისხლის ბანკის ორგანიზებით გაიმართება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლის გაღების აქცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. 
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სიკეთე გადამდებია!