ლადო ასათიანი საღამო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

ლადო ასათიანი საღამო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანი საღამო მოეწყო.
პოეზიის საღამო განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
პოეტის პოეზიაზე და შემოქმედებაზე ემიგრანტმა გერმანიიდან ალეკო კალანდარიშვილმა ისაუბრა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ლადო ასათიანის შვილიშვილი, ეკა ჯანიკაშვილი.
პოეზიის საღამოზე მონაწილეობა მიიღეს
ირინა ხინიკაძემ,გურანდა დოლიძემ, ტატო გაბელიამ,ზაალ დევაძემ,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან არსებული ქორეოგრაფიულმა ანსაბლებმა"კოლხეთი" და ვოკალური ანსამბლი ,"ათძალი".
ლადო ასათიანის ლექსები პოეზიის კონკურსში გამარჯვებულმა ახალსოფლის და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ჟანეტა ირემაძემ და ნიკა სურმანიძემ წაიკითხეს.ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები აჭარაში და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.