კულტურის ცენტრში შესრულებულ სამუშაოებს გამგებელი გაეცნო

კულტურის ცენტრში შესრულებულ სამუშაოებს გამგებელი გაეცნო

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის რეაბილიტირებულ შენობაში შესრულებულ სამუშაოებს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად გაეცნო. ამჟამად შენობაში მიმდიანრეობს სცენის მოწყობის სამუშაოები. დარბაზში უკვე დამონტაჟდა სკამები. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. შენობა ნაწილობრივ მინით არის შეფუთული. პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაობეს შპს „ნიკა“ აწარმოებს.