კულტურის ცენტრის შენობაში თოჯინების სახალხო თეატრმა განაახლა მუშაობა

კულტურის ცენტრის შენობაში თოჯინების სახალხო თეატრმა განაახლა მუშაობა

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობაში თოჯინების სახალხო თეატრმა განაახლა მუშაობა.თეატრი სიმბოლურად გამგებლის მოადგილემ მინდია ბასილაძემ და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ფაღავამ გახსნა. დღეს მსახიობებმა მუნიციპალეტეტში მცხოვრები პატარებისთვის ზღაპრის კითხვი დღე მოაწყვეს და გასართობი შოუ წარმოადგინეს. ღონისძიებას გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ ხალვაში დაესწრო. 
მუნიციპალიტეტში თოჯინების სახალხო თეატრი 1989 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში პატარებისთვის ათობით სპექტაკლის ჩვენება გაიმართა და ზღაპროს კითხვის პროექტი ხორციელდება.