ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გზები ინტენსიურად იწმინდება

ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გზები ინტენსიურად იწმინდება

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამჟმად სხვადასხვა მიმართულებით 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს . ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. გზები ტექნიკის საშუალებით იწმინდება შემდეგ სოფლებში: მახოში, სიმონეთში, ზანაქიძეებში, დავითაძეებში, თხილნარში, აგარაში, ჭარნალში, ახალისოფელში, ორთაბათუმში, ახალშენში და ზედა ახალშენში. ამჟამად მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში სტაბილური მდგომარეობა არის. ელექტროენერგია მიეწოება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს.