ხელვაჩაურში მინი მოედნების მოწყობა გრძელდება

 ხელვაჩაურში მინი მოედნების მოწყობა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მიზნით მინი მოედნების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. სოფელ ჩელტაში და ახალშენის მეურნეობის ტერიტორიაზე საფეხბურთო მინი მოედნის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. ორივე პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 400 ლარი დაიხარჯა. პარალელურად კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიაც.