ხელვაჩაურში მეწყერული პროცესები განვითარდა

ხელვაჩაურში მეწყერული პროცესები განვითარდა

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები განვითარდა. სოფელ ზედა ერგეში ჯიმშერ ომერაძის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოწვა ქვის ლოდი.
სოფელ მახოში ანზორ დუმბაძის საცხოვრებელი სახლის კედელზე ჩამოწვა მიწის მასა. ასევე, სოფელ თხილნარში შერვაშიძეების დასახლებაში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოს შეზღუდულია სამანქანო მოძრაობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და მოკლე დროში დასრულდება.