ხელვაჩაურში გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება

ხელვაჩაურში გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება

   ამ დროისთვის საავტომობილო გზების გაწმენდა 5 ერთეული ტექნიკით მაჭახლის, ჩხუტუნეთის, კირნათის, თხილნარისა და სალიბაურის მიმართულებით მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ორთაბათუმში, კერძოდ ჭირნალას დასახლებაში, ზედა ახალშენსა და ხეღრუში. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ჩხუტუნეთის, ახალშენისა და ქვედა სამების მოსახლეობას. ადგილზე უკვე მობილიზებულია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბრიგადები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში: გორაში,ზემო ახალშენში და მახოში მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო შეჩერდა. იმავე მიზეზით ახალშენის, ზედა ახალშენის, ორთაბათუმისა და სალიბაურის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. სხვა საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 70-90 სმ. ფიქსირდება.