ხელვაჩაურში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

  დღეს მთელი დღის განმავლობაში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები იწმინდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. გაწმენდითი სამუშაოები მააჭახლის, ჩხუტუნეთის, კირნათის, თხილნარის, მახოს, ორთაბათუმის, სამების, ხეღრუს, სალიბაურის, ახალსოფლის და სარფის მიმართულებით მიმდინარეობდა. სულ მობილიზებული იყო 10 ერთეული ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვალ დილიდან განახლდება.