ხელვაჩაურში გამწვანების აქცია დაიგეგმა

ხვალ, 15:00 საათზე ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" ჩართულობით ხელვაჩაურში გამწვანების აქცია გაიმართება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თვმჯდომარემ გურანდა დოლიძემ, საკრებულოს წევრებმა და ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" დირექტორის მოადგილემ შავლეგო ფხაკაძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივად შეარჩიეს ადგილები ხეივნის გასაშენებლად. აქციის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს არიზონის, კიპარისისა და დეკორატიული ვაშლის ნარგავები გადაეცემა. გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, მერიისა და საკრებულოს წამომადგენლების ჩართულობით გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.