ხელვაჩაურში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობაა

 

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა.11 ერთეული ტენიკით გზები გაიწმინდა შემდეგ სოფლებში: მახინჯაურში, მახვილაურში,შარაბიძეებში, სატეხიაში, ვარშალომიძეებში, მახოში, დავითაძეებში, ზანაქიძეებში, სარფში, კალენდერეს დასახლებაში, ორთაბათუმში, წინსვლაში, ზედაწინსვლაში, ყოროლისთავში, აგარაში, ახალშენში, ფერიაში, განახლებაში, ზედა ახალშენში, სამების ეკლესიისა და ჭოროხის ხიდის მიმართულებით.

   მაღალი გამავლობის ავტომამქანებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. თუმცა რამდენიმე სოფელში არის გადაადგილების პრობლემა, რადგან დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.