ხელვაჩაურში დიდთოვლობას ებრძვიან

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობას ებრძვიან. დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. სინოპტიკოსთა ინფორმაციით, აჭარაში 2 დღის განმავლობაში უამინდობა არის მოსალოდნელი.
  უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამჟამად მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 591 98 32 61; 595 95 87 08;