ხელვაჩაურში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო

ხელვაჩაურში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშატაბით სულ 131 ფერომენის სადგური დამონტაჟდა. ფერომენების საშუალებით ხდება მავნე მწერების მოზიდვა და მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმებით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლის ტერიტორიების შეწამლვა მაღალი გამავლობის თერმული ნისლის გამაფრქვეველი, „ცივი შესხურების“ მეთოდით აღჭურვილი ავტომობილებით. პრევენციული ღონისძიებები მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს.