ხელვაჩაურის სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან დაიწყო

ხელვაჩაურის სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან დაიწყო

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სტიქიათან ბრძოლის შტაბი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.დილიდან იწმინდება სოფლების ცენტრალური გზები. ამ წუთებში 10-მდე ერთეული ტენიკით მიმდინარეობს გზების გაწმენდა შემდეგ სოფლებში: მახინჯაურში, მახვილაურში,შარაბიძეებში, სატეხიაში, ვარშალომიძეებში, მახოში, დავითაძეებში, ზანაქიძეებში, სარფში, კალენდერეს დასახლებაში, ორთაბათუმში, წინსვლაში, ზედაწინსვლაში, ყოროლისთავში, აგარაში, ახალშენში, ფერიაში, განახლებაში, ზედა ახალშენში, სამების ეკლესიისა და ჭოროხის ხიდის მიმართულებით.

  მაღალი გამავლობის ავტომამქანებით გადაადგილება შეზღუდული არ არის, რამდენიემე სოფელში არის გადაადგილების პრობლემა, რომელსაც ხელვაჩაურის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები დღის ბოლომდე აღფხვრიან. ელექტროენერგია არ მიეწოდება განთიადისა და მახოს მოსახლეობას. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.