ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ახალი ტექნიკა იქნა შეტანილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში ახალი სხვადასხვა დასახელების ტექნიკა იქნა შეტანილი.
დღეს ახალშენისა და სალიბაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად ეწვია.
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ქვედანაყოფებისათვის გაერთიანებამ 37555 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ტექნიკა (გაზქურები,სარეცხი მანქანები,საყინულე მაცივრები,ხორცსაკები მანქანები,მტვერსასრუტები) შეიძინა, რომლის მიწოდება რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს,,მა-რუ" ჯგუფმა უზრუნველყო.